LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახის მოდელირება არაქირურგიული გზით – სილამაზის აკადემია

26
ia-darsavelidze

გადაცემის ლაივი LIVE

სახის მოდელირება არაქირურგიული გზით – დერმატო-კოსმეტოლოგი ია დარსაველიძე სტუმრად გადაცემაში “სილამაზის აკადემია”.

რას გულისხმობს სახის მოდელირება?

შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ისეთი მომენტი, როცა სახის რომელიმე ნაკვთი არ მოსწონს, მაგალითად: ტუჩი, ცხვირი, ყვრიმალი და ა.შ.

თანამედროვე დერმატოკო-კოსმეტოლოგია ფლობს ისეთ ინექციურ მეთოდებს, როდესაც შეგვიძლია მცირე ცვლილება შევიტანოთ ჩვენს გარეგნობაში. თითქმის ყველა ადამიანი არის ასიმეტრიული სახის და შესაძლებელია ამ ასიმეტრიის გასწორება.

რით ხდება ჩარევა?

ჩარევა ძირითადად ხდება ფილერებით, ეს არის ბიოდეგრადირებული პრეპარატები და დროთა განმავლობაში გაიწოვება. ინდივიდუალურობის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი. სპეცილისტმა უნდა მისცეს ისეთი რეკომენდაციები, რომელიც სჭირდება პაციენტს.

სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ არ არის სასურველი ფილერით ცხვირის კორექცია…

პრეპარატი, რომლითაც ხდება ცხვირის კორექცია უნდა იყოს მაღალი ხარისხის, აუცილებელია პრეპარატები იყოს ბიო დეგრადირებადი.

ყველა პაციენტს, ვერ გავუკეთებს ცხვირის კორექციას, ეს დამოკიდებულია ცხვირის პარამეტრებზე. თუ პაციენტს აქვს სუნთქვის პრობლემა ან სურს ცხვირის დამოკლება, ამ შემთხვევაში დერმატო-კოსმეტოლოგი ამას ვერ შეძლებს. სპეციალისტი უნდა იყოს კვალიფიციური, რომ არ მოხდეს თრომბირება.

რაც შეეხება ტუჩის მოცულობის გაზრდას…

ყველა ტუჩი ერთმანეთს არ უნდა გავდეს. უნდა განისაზღვროს  სახის პარამეტრების  მიხედვით, რა მოცულობის ტუჩი მოუხდება სახეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები