LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლე! ISISPHARMA-ს GLYCO-A® ხაზი – პილინგი სახლის პირობებში – სილამაზის აკადემია

33
3545

გადაცემის ლაივი LIVE

ფრანგული ბრენდი ISISPHARMA მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს – GLYCO-A® ხაზი, რომლითაც შეგიძლიათ სახლის პირობებში პილინგის პროცედურა ჩაიტაროთ. როგორ უნდა გამოიყენოთ GLYCO-A® ხაზი სწორად სახლის პირობებში – ამ და სხვა თემებზე მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში სილამაზის აკადემიაშპსჰიპოკრატესწარმომადგენელმა საქართველოში ლალი რუხაძეისაუბრა.

რა სიახლეს სთავაზობს „ჰიპოკრატე“ მომხარებელს?

„ჰიპოკრატე“ უკვე 12 წელია სხვადასხვა ბრენდების დისტრიბუტორია საქართველოში, მათ შორისაა: ISISPHARMA, ACM და MILA D`OPIZ. დღეს გაგაცნობთ ISISPHARMA-ს ახალ, GLYCO-A® ხაზს, რომლის პროდუქციაც შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის პირობებში პილინგის პროცედურის ჩასატარებლად.

რა არის პილინგი?

პილინგი ქიმიური პროცესია. ის გამოიყენება კანის ზედაპირზე არსებული ლაქების აღმოსაფხვრელად, ხელს უწყობს მოშვებული სახის კანის აღდგენას, ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, ასევე ალაგებს წვრილ ნაოჭებს.

GLYCO-A® ხაზში შედის რამდენიმე პროდუქტი, ესენია: 1. დასაბანი ქაფი, 2. ორი სახეობის პილინგი (საშუალო 12% და ღრმა 25% გლიკოლის მჟავა); 3. აღმდგენი კრემი.

შემოდგომა იდეალური სეზონია პილინგის პროცედურის ჩასატარებლად. კანი უნდა მოამზადოთ პილინგისთვის. ამისთვის ISISPHARMA-ს GLYCO-A® ხაზში არის დასაბანი ქაფი. ის ასუფთავებს კანის ტექსტურას, გამოიყენება დილას და საღამოს, ერთი კვირით ადრე პილინგის პროცედურის ჩატარებამდე. ქაფი უნდა წაისვათ დასველებულ სახეზე, ნაზად შეიზილოთ, ჩამორეცხვამდე გაიჩეროთ 2 წუთი. მოარიდეთ თვალის გარშემო არეს.

რა არის გლიკოლი?

ეს არის ბუნებრივი ორგანული მჟავა, რომელიც ალფა ჰიდროქსი მჟავების ჯგუფის წევრია (AHA), აღწევს ეპიდერმისის ზედაპირულ შრეებში, ათავისუფლებს კანს მკვდარი უჯრედებისგან. პილინგის კრემი უნდა დაიტანოთ სუფთა სახის კანზე. მისი გამოყენება იწყება დაბალი პროცენტით და თანდათანობით უფრო მაღალ % – მდე გაზარდეთ. გამოყენებამდე რეკომენდებულია ტესტის გაკეთება პროდუქტით, იდაყვის შიგნით.

რა დროს არ არის რეკომენდებული პილინგის გამოყენება?

პილინგის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. ასევე არ წაისვათ ეპილაციის ან მექანიკური სკრაბის შემდეგ. პილინგის კრემი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ, მხოლოდ ღამე.

გახსოვდეთ: პილინგი ათხელებს კანის რქოვან ფენას, შესაბამისად, უფრო დაუცველს ხდის ულტრაიისფერი სხივებისგან. მკურნალობის დროს აუცილებელია მზისგან დაცვა. პილინგის პროცედურის ჩატარების შემდეგ მნიშვნელოვანია აღმდგენი კრემის გამოყენება. GLYCO-A® – აღმდგენი, დამამშვიდებელი კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამატენიანებელი კრემი. წაისვით სახეზე დილით.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია კომპანია „ჰიპოკრატეში“ – მისამართზე: ვაჟა-ფშაველას 5. ასევე, რამდენიმე სააფთიაქო ქსელში.

„ჰიპოკრატეს“ ოფიციალური FACEBOOK გვერდი: https://www.facebook.com/HippocrateGeorgia

ჯგუფი:

https://www.facebook.com/groups/357162886065014

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები