მედიაჰოლდინგი „ფორტუნა“ კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია – ის, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერის“ მფლობელი გახდა და გადაეცა სპეციალური ჯილდო “მომხმარებლის აღიარება”.
ბიზნესდაჯილდოება საქართველოში ,,შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის” და ,,ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის” ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება დღეს, 15 აპრილს, სამედიცინო ველნეს-კურორტ „ბიოლში“ ჩატარდა, სადაც მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.
“Leader of the Year” – ოცდაათ ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით.
“იყო ლიდერი შენს სექტორში, ყველა კომპანიისთვის არის საამაყო და საპატიო, თუმცა, ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლო.
იმისათვის რომ შეინარჩუნო ეს წარმატება, მნიშვნელოვანია მუდამ განვითარებაზე და სიახლეებზე ზრუნვა. მე მახარებს რომ ჩემს გუნდთან ერთად ამას ვახერხებთ აი, უკვე 25 წელია!ვისარგებლებ შემთხვევით და ამ გამარჯვებას მივულოცავ ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს და ვუსურვებ მათ მრავალ წარმატებას და განვითარებას! ” – განაცხადა მედიაჰოლდინგ “ფორტუნას” გენერალურმა დირექტორმა თამარ ჩიგოგიძემ.
ცნობისთვის, ბიზნესრეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს 2015 წლიდან.
ბიზნესრეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია, ამ პერიოდიდან ბიზნესკომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year”, რომელიც დაპატენტებულია საერთაშორისო ორგანიზაცია WIPO-ს მიერ და ს არის ერთადერთი საერთაშორისო ჯილდო, რომელიც საქართველოში ბიზნესსექტორს გადაეცემა.