რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ მუსიკოსი გიორგი მიქაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე, უახლოეს მიღწევებზე, პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ ფილმის „გააზიარე სიყვარული“ რეჟისორი - ნიკოლოზ ხომასურიძე და მსახიობები - გიორგი გილიგაშვილი და ლიზა ბერიშვილი სტუმრობდნენ.
რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ „თბილისი რიტმის“ დამფუძნებელი - ანი ლაღიძე სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე და პროგრამაზე ისაუბრა.
რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ მევიოლინე ლელა მჭედლიძე სტუმრობდა, რომელმაც ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ შესახებ ისაუბრა და ფესტივალის პროგრამა გაგვიზიარა.
15 ივლისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დირექტორი ნინა ცაგარელი სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა ფესტივალის წლევანდელ სეზონზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე და სპეციალურ სტუმრებზე ისაუბრა.
გრანადას საერთაშორისო ფესტივალის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული, ცნობილი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ესტუმრა და კარიერულ სიახლეებსა და საერთაშორისო სცენებზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, ასევე გაგვიზიარა, თუ როგორ უთავსებს საოპერო კარიერას ოჯახურ ცხოვრებას.
8 ივლისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ თიკა ფაცაცია სტუმრობდა. გადაცემაში მომღერლის ახალი მუსიკალური ნამუშევრის „ბედნიერების მჯერა“ რადიო პრემიერა შედგა.
გადაცემის სტუმრებმა „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში, 17 ივნისს გამართული დასკვნითი კონცერტი შეაჯამეს და ახალ სეზონზე, 29-30 სექტემბერს, ბათუმში დაგეგმილი კონცერტი და მასტერკლასი დააანონსეს.
17 ივნისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემა „არტ FM“ კომპოზიტორი მარიკო კვალიაშვილი და რეჟისორი ანდრო ენუქიძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მუსიკალურ პოემაზე „ტატო“ ისაუბრეს, რომელიც 8 ივლისს „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში“ შედგება. სრულიად განსხვავებული ფორმატის საღამოზე როგორც საოპერო, ასევე საესტრადო და ხალხური მუსიკა გაჟღერდება.
17 ივნისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ ანიტა რაჭველიშვილი სტუმრობდა, რომელმაც 27 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა. ანიტა რაჭველიშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით მსმენელს „Factory Tbilisi“-ს სცენაზე შეხვდება.