LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესკურიერი

ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, ტურიზმი, ენერგეტიკა, საბანკო და სადაზღვევო სფერო, სოფლის მეურნეობა, სტარტაპი … – მიკრო და მაკროეკონომიკური პროცესები რომელიც ვითარდება მსოფლიოში, მიმდინარეობს რეგიონში და გავლენას ახდეს საქართველოში ეკონომიკურ პროცესებზე.
ვარკვევთ როგორია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა; გიყვებით სექტორებზე, ვიკვლევთ სტატისტიკას, ბაზრის ანალიტიკას, ვაკვირდებით მსოფლიო ბირჟებს, საფონდო ინდექსებს, განვიხილავთ გამოწვევებს და პროფესიონალებთან ერთად ვსაუბრობთ ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებზე.
ყოველ სამუშაო დღეს, 12:30-დან, რადიო „ფორტუნას“ ეთერშია „ბიზნესკურიერი“ გიორგი კეპულაძესთან ერთად.

გასული გადაცემები

დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით- როგორ არის დაცული დედების შრომითი უფლებები საქართველოში 

შვებულების სახელმწიფო კომპენსაცია თვეში 167 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია

“კარგი იქნება თუ სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას გადმოვიღებთ და დავაწესებთ ე.წ მცოცავ აქციზის გადასახადს” – საწვავი შეიძლება კიდევ გაძვირდეს

საერთაშორისო ფასი უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა.

ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, ღვინის საწარმოები ფერმერებისგან ყურძენს აღარ ჩაიბარებენ

ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში წელს იგეგმება

შრომის ინსპექციამ „ტაბელის“ ცხრილის წარმოებაზე კომპანიები შეამოწმა – ობიექტების ნახევარი ვალდებულებას ვერ ასრულებს

უწყებამ 74 კომპანია შეამოწმა, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დარღვევა კი 30 ეკონომიკური საქმიანობის ობიექტზე გამოვლინდა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა – როგორ უნდა მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 115 სტარტაპი დაფინანსდა.

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-ზე დატოვა- რამდენი სესხია ამ დრომდე მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე

სებ-ის თქმით, მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გაზრდილი ფასებისა და წინა პერიოდებში გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ინფლაციაზე გავლენა იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასებმა, ასევე გლობალურად მზარდი ნავთობის ფასებმა და საწვავის გაძვირებამ იქონია.

როგორ აისახება სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება და რა მდგომარეობაშია სექტორი – შოთა ბურჯანაძე „ბიზნესკურიერის“ ეთერში

პანდემიის გამო საქართველოს მასშტაბით რესტორნების 40% დაიხურა.