LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ივნისს, მთაწმინდის პარკს პატარა სტუმრებისთვის სპეციალური პროგრამა აქვს მომზადებული

590
1 ivnisi

1 ივნისს, მთაწმინდის პარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სპეციალური პროგრამა მიეძღვნება. პარკის ადმინისტრაცია ამ დღისთვის ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადება და ყველაზე პატარა სტუმრებისთვის წელსაც საოცარი ამბები აქვს მომზადებული.

პარკის მთავარ მოედანზე, 11:00 საათიდან დღის განმავლობაში, სხვადასხვა გასართობი წარმოდგენა გაიმართება. სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები, ჩატარდება კონცერტები, გაიმართება თამაშები როგორც პატარებისთვის ასევე უფროსებისთვის.

ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი კომპანიები საკუთარი გასართობი პროგრამებით, ქეშბექ აქციებით და საჩუქრებით. პარკის ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა რეკომენდაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები