მაისის ბოლოს ამერიკაში ახალი ძალით ამოქმედდა საპროტესტო მოძრაობა Black Lives,  Matter, რისი მიზეზი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გახდა. ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა პოლიციის უკანონობის და რასიზმის წინააღმდეგ მოწყობილ დემონსტრაციაზე.  ,,ფორტუნა” გთავაზობთ რასიზმზე შექმნილი ფილმების ათეულს.

10 ფილმი რასიზმზე, რომელიც ფერადკანიანთა პრობლემებზე მოგვითხრობს:

„გააკეთე როგორც საჭირია“ (Do the Right Thing) – სპაიკ ლის 1989 წლის შედევრი ბრუკლინში შავკანიანთა კვარტალის ცხოვრებაზე, რასიზმზე, ძალადობაზე მოუთხრობს მაყურებელს და პირველ რიგში პოლიციის სისასტიკეს შეწირულ მსხვერპლს ეძღვნება.

„მეცამეტე“ (13th) – ავა დიუვერნეის დოკუმენტური ფილმი დეტალურად ასახავს ამერიკულ პენიტენციალურ სისტემას და შავკანიანების მიმართ განსაკუთრებით აგრესიულ დამოკიდებულებას.

„მე შენი მონა არ ვარ“ (I Am Not Your Negro) – დოკუმენტური ფილმი ჯეიმს ბოლდიუნს ეძღვნება, რომელმაც მთელი ცხოვრება ამერიკულ რასიზმთან ბრძოლას შეალია. ბოლდუინის მემუარებს მალკოლმ იქსის, მარტინ ლუთერ კინგის და სხვა უფლებების დამცველთა საქმიანობაზე, ფილმში ცნობილი მსახიობი სემიუელ ჯექსონი კითხულობს.

„წინაღობები“ (Fences) – ოგასტ უილსონის მემუარები თანამედროვე ამერიკული ცხოვრების წესის საუკეთესო ილუსტრაციაა, მისი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია კი, დენზელ ვაშინგტონმა ითავა, რომელმაც ჯერ მის პიესებში შეასრულა მთავარი როლები, მერე კი, ფილმის გადაღება ითავა.

„ფრუტვეის“ სადგური“ (Fruitvale Station) – ფილმში მოთხრობილი საზარელი ისტორია 2009 წელს მოხდა, როცა თეთრკანიანმა პოლიციელმა ჯერ თავი ასფალტზე არტყმევინა 22 წლის ოსკარ გრანტს, მერე კი, ერთი გასროლით მოკლა.

„მონობის 12 წელი“ (12 Years a Slave) – სტივენ მაკქუინის ნამუშევარი, რომელიც „ოსკარის“ პრემიით დაჯილდოვდა, სითამამისა და შელამაზების გარეშე დანახული რეალობის წყალობით 21-ე საუკუნის საუკეთესო ისტორიულ დრამად ითვლება.

„თავს უშველე“ (Get Out) – კოლეგებისგან განსხვავებით ჯორდან პილმა საშინელებათა ჟანრს მიმართა, რათა ზუსტად აესახა რასიზმის სისასტიკე თანამედროვე ამერიკაში.

„ბილ-სთრითს ლაპარაკი რომ შეეძლოს“ (If Beale Street Could Talk) – ჯეიმს ბოლდუინის 1974 წელს გამოსული რომანის ეკრანიზაციას ამჯერად ბარი ჯენინგსმა მოჰკიდა ხელი და ჰარლემის წყვილის სასამართლო პროცესის ფონზე ასახა პოლიციის უსამართლობა და დაუსჯელობა.

„სელმა“ (Selma) – ავა დიუვერნეის ისტორიული დრამა მარტინ ლუთერ კინგის და ჯონ ლუისის სამშვიდობო მსვლელობას ეძღვნება, რომელიც უფლებადამცველებმა სელსმასა და მონტგომერის შავკანიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად მოაწყვეს.

„სხვისი სიძულვილი“ (The Hate U Give) – ენჯი ტომასის პოპულარული რომანის მოტივებზე შეიქმნილი ფილმი პოლიციელების უკანონობის ფონზე შავკანიანთა უუფლებობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05