The Rolling Stones ყველა დროის ერთ-ერთი აღიარებული და პოპულარული როკ-ჯგუფია, რომელსაც არაერთი ჰიტი, გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი პერფორმანსი ეკუთვნის. თუმცა, იცოდით თუ არა მათ შესახებ რომელიმე ფაქტი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან?

10 უცნობი ფაქტი The Rolling Stones-ის შესახებ:

1. მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ისინი ერთმანეთს დარტფორდის (კენტის საგრაფო) დაწყებით სკოლაში შეხვდნენ. ჯგუფის წევრებიდან მხოლოდ ჯაგერი და რიჩარდსი იმყოფებოდნენ The Rolling Stones-ში მისი დაარსების მომენტიდან, 1962 წლიდან.

2. ჯგუფის სახელწოდება The Rolling Stones გიტარისტმა ბრაიან ჯონსმა მოიფიქრა. მისი შთაგონება ლეგენდარული ბლუზმენის, მადი უოტერსის ჰიტი Rolling Stone გახდა. სახელწოდება აფიშაზე პირველად 1962 წელს გამოჩნდა, როდესაც ჯგუფს ლონდონის ერთ-ერთ კლუბში უნდა გაემართა კონცერტი.

3. მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრები ნარკოტიკების მოხმარებისა და შენახვისათვის არაერთხელ დააპატიმრეს, 1964 წლის ლონდონურ გაზეთებში გამოჩნდა სათაურები: ,,დართავდით თუ არა ნებას თქვენს ქალიშვილს, ცოლად The Rolling Stones-ის წევრს გაჰყოლოდა?”.

4. სირბილი მიკ ჯაგერის ჰობია. მან სკოლაში სწავლის პერიოდში რეკორდიც კი დაამყარა ნახევარი მილის დისტანციაზე სირბილში, შემდეგ კი, თუ ჯგუფი ტურნეში არ იმყოფებოდა, ყოველდღიურად 8 მილს დარბოდა.

5. ჯგუფის ლეგენდარული ლოგოტიპი ბრიტანელ დიზაინერს, ჯონ პაშს ეკუთვნის, რომელსაც მისი შექმნის სანაცვლოდ 250 გირვანქა გადაუხადეს. პაშის თქმით, ლოგოზე გამოსახული ტუჩები და ენა მიკ ჯაგერს ეკუთვნის. ჯგუფის ლეგენდარული ლოგოტიპი პირველად 1971 წელს გამოშვებული დისკის, Sticky Fingers-ის გარეკანზე გამოჩნდა.

6. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი თავიდანვე წარმატებული არ ყოფილა. ,,როლინგების” პირველ კონცერტებზე საშუალოდ სამი ბილეთი იყიდებოდა.

7. მრავალრიცხოვანი სინგლებიდან მიკ ჯაგერს ყველაზე წარუმატებლად 1967 წლის Their Satanic Majestic Request მიაჩნია. “იმ დროს ძალიან ბევრი ნარკოტიკი და თავისუფალი დრო გვქონდა.”- ამბობს ვარსკვლავი.

8. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მიკ ჯაგერი რუსული ლიტერატურით, უფრო კონკრეტულად კი მისი ერთ-ერთი შედევრით, “ოსტატი და მარგარიტათი” იყო მოხიბლული. სწორედ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიქმნა ცნობილი ჰიტი Sympathy for the Devil. წიგნი მას მეგობარმა, მომღერალმა მარიანა ფეიტფულმა აჩუქა.

9. ტური A Bigger Band,რომელშიც The Rolling Stones 2007 წელს გაემგზავრა, 14 თვეს გრძელდებოდა და მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი გახდა მოპოვებული 558 მილიონი აშშ დოლარით. თუმცა “როლინგების” რეკორდი ორი წლის შემდეგ ბონომ მოხსნა. U2-ს ტურმა 360 degree მოგების სახით ჯგუფს 736 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.

10. თავისი ისტორიის განმავლობაში ჯგუფს 250 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05