LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 ბიზნესგაერთიანება ფინანსთა მინისტრისგან განმარტებას ითხოვს

96
agenda-analysis-business-990818

11-მა ბიზნესგაერთიანებამ ფინანსთა მინისტრს ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებით მიმართა. იმპორტიორი კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმება მოულოდნელი იყო და ივანე მაჭავარიანს მიმართავენ თხოვნით, განუმარტოს გადაწყვეტილების მიღების მიზეზები.

„ბოლო წლებში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ფონზე, რომლებიც მიმართული იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ, ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული თქვენი ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. შედეგად, ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში, რითაც გაუქმდა მთელი რიგი შეღავათები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს. კერძოდ, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება:

„ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე; წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).

მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ:

1.ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია;

2. რა ფისკალურ ეფექტს ელოდებით მათი ძალაში შესვლის შემდეგ;

3. რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება“, – ნათქვამია 11 ბიზნესგაერთიანების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები