LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18 პროცენტს შეადგენს – სად არის ყველაზე მაღალი აქტივობა

35
ცესკო 45

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.18 პროცენტს შეადგენს, რაც ჯამში 358 782 ამომრჩეველია.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება.

აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6 პროცენტს.

ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია – 13.2 %.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქტივობა 16.5 პროცენტს შეადგენს, რაც 164 929 ამომრჩეველია.

თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა დიდუბის ოლქი 17,7 პროცენტით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა – 14,8 % ისანშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g