LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის ბიჭი, რომელიც 18 იანვარს დაიკარგა, თხრილში მკვდარი იპოვეს

1525613078

13 წლის ბიჭის ცხედარი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, აფრიკის დასახლებაში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მშობლების დასახმარებლად ბავშვი ჯართს ხშირად აგროვებდა.

წინასწარი ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი თხრილში ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა. ვარაუდობენ, რომ იმ ადგილას მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ჩაიყოლა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 240-ე (სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა) მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები