LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

136 მომხრე, 5 წინააღმდეგი: საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია

89
პარლამენტი-თბილისი

დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგი იყო.

რეგისტრაცია გაიარა სულ 142 დეპუტატმა.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, „ნაციონალური მოძრაობა“ კი აცხადებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები