LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია

118
დაპატიმრება-750x536

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან
სქესობრივი კავშირი დაამყარა. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავებულია 23 წლის ბიჭი, რომელსაც არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირს ედავებიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ  გოგომ თავი მოიკლა.

ქობულეთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g