LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 მაისს სამების ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება

304

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, სამების საკათედრო ტაძარში მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. საყოველთაო ჯვრისწერისთვის წყვილების დარეგისტრირება უკვე დაწყებულია,ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი ციფრი , რამდენი წყვილი დაიწერს ამ დღეს ერთდროულად ჯვარს.

„საყოველთაო ჯვრისწერა უწმინდესის კურთხევით იმართება. რადგან 17 მაისს ასევე ამაღლების დღესასწაულია, წყვილთა ჯვრისწერა სადღესასწაულო წირვის შემდეგ მოხდება. ჯვარს წყვილებს მოძღვარი დაწერს. შემდგომ კი შეძლებისდაგვარად, წინასწარ არ ვიცით, იმავე დღეს ან მომდევნო საკვირაო წირვის შემდეგ ოჯახებს პატრიარქი დალოცავს. მოგეხსენებათ, ამავე დღეს საყოველთაო მსვლელობაც იმართება“, – განაცხადა საყოველტაო ჯვრისწერის ორგანიზატორმა,  მაია გონჯილაშვილმა.

საყოველთაო ჯვრისწერა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით ტარდება. ჯვრისწერისთვის წყვილთა რეგისტრაცია საპატრიარქოს ჩოხოსანთა სადროშოებშიც მიმდინარეობს .
საყოველთაო ჯვრისწერები რეგიონებშიც ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g