LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წელი ვარდების რევოლუციიდან – სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ

139
259949484-10159688878609350-561884852031656496-n

ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ.

აქციის ორგანიზატორის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, აქციას ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყება და ვარდების მოედანზე დასრულდება.

„2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია – რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი – მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი – კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა – სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები – უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი – რუსეთის ნაცვლად.

18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g