LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

191 ქვეყანას შორის საქართველო არის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინისთვის – პრემიერი

73
b39544a0e8eff5dcb3e67f3dbd9a18e3

191 ქვეყანას შორის საქართველო არის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინის მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

„გარდა ამისა, ყველა ის დევნილი, ლტოლვილი უკრაინიდან, რომელიც ჩამოსულია საქართველოში და აქ ცხოვრობს, ჩვენ რაც შეგვიძლია, ვუკეთებთ მაქსიმუმს. დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით. მე თავად მოვინახულე უკრაინელი ბავშვების უკრაინული სექტორი, რომელმაც განათლების მინისტრმა შექმნა თბილისში და ახლა ბათუმში აპირებს რომ გახსნას. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეუძლია პატარა ქვეყანას. დაირაზმა მთელი ხალხი და მთავრობის ხელშეწყობით, ყველა ჩართული იყო, ყველა რეგიონი და 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები