LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 410 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი: განახლებული კოვიდსტატისტიკა

46
1

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კოვიდ-19-ის 2 410 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 623 830-ია.

ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 1 516-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 594 669-მდე გაიზარდა.

კოვიდინფექციამ კიდევ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 9 134 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 52 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 077 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 623-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 34 918, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 262, PCR ტესტით – 14 656.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,9%, ბოლო 14 დღის – 5,53%, ბოლო 7 დღის – 5,31%.

დღიურად აცრილთა რიცხვი – 9 075-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

პოპულალურები