შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „მირაჟი“ საშემოდგომო ტურისტულ სეზონს სპეციალური აქციებით ხსნის და 12 სექტემბრიდან დამსვენებლებს 2 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში, მესამეს საჩუქრად სთავაზობს. სასტუმროში განთავსება 5 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, ხოლო 8 წლამდე მოზარდებისთვის 20%-იანი ფასდაკლებაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, სასტუმროს დამსვენებლებისთვის მოქმედებს კვების სხვადასხვა სატარიფო პაკეტი 30%-მდე ფასდაკლებით.
როგორც „მირაჟის“ დამფუძნებელი ლია სამადაშვილი „ფორტუნასთან“ აცხადებს, სასტუმრო ტურისტული სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობდა და შეკვეთილის სანაპირო ზოლში მდებარე დასასვენებელ კომპლექსს ადგილობრივ ვიზიტორებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც აქტიურად სტუმრობდნენ.
„ჩვენი მთავარი ღირებულებაა უზრუნველვყოთ მომხმარებლებისთვის სასიამოვნო, უსაფრთხო დასვენება და ჯანსაღი კვება. ჩვენი უპირატესობა მომსახურების ხარისხი და განსაკუთრებული მდებარეობაა.
„მირაჟი“ შეკვეთილში, პირველ ზოლში მდებარეობს და ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ყველა ნომრის დიდი აივნებიდან ზღვის ხედით დატკბნენ.
გარდა ამისა, გვაქვს სპეციალური სერვისიც და როდესაც მშობლები ჩვენს ბულვარში სეირნობენ, მათი შვილების უსაფრთხო გართობასა და დასვენებაზე ჩვენი კვალიფიციური პერსონალი ზრუნავს.
კომპლექსის გამორჩეული მდებარეობა, ინფრასტუქტურა, გამწვანება, დიდი სივრცე, აუზები თუ ზღვის ხედი ყველა ნომრიდან “მირაჟს” განსაკუთრებით მოთხოვნადს ხდის კორპორაციული ღონისძიებების, დაბადების დღის წვეულებებისა და საქორწინო ცერემონიების გამართვის მიმართულებით.”- აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას „მირაჟის” დამფუძნებელმა.
„მირაჟი“ ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს. სასტუმროს ტერიტორია მოიცავს 2 ჰექტრამდე გამწვანებულ და კეთილმოწყობილ სივრცეს, 3 დონიან აუზს, აკვაპარკსა და ატრაქციონების სივრცეს ბავშვებისთვის, საკუთარ დაცულ პლაჟს ზღვის სანაპიროზე, ბუნგალოსა და რესტორანს. კომპლექსში განთავსებულია 2,3 და 4 ადგილიანი საოჯახო ტიპის, ოროთახიანი ნომრები და საკონფერენციო სივრცეები.