LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს გავრცელებული დეზინფორმაცია: ევროკავშირი ყალბი ამბების რეიტინგს აქვეყნებს

118
1

მართალია, სიტყვისა და მედიის თავისუფლება 21 საუკუნისა და დემოკრატიის მთავარ მონაპოვრად იქცა, თუმცა ზოგჯერ, სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ე.წ. “ფეიკნიუსი” და ყალბი ინფორმაცია შესაძლოა უფრო დიდი საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის და პოლიტიკური თუ სოციალური სტაბილურობისთვის. შესაბამისად, “ფეიკნიუსის” წინააღმდეგ აქტიური კამპანია მიმდინარეობს.

EuvsDisinfo ევროკავშირის მიერ განხორციელებული საინფორმაციო პროექტია, რომლის მიზანიც ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავებაა.

გამორჩეული დეზინფორმაცია და ყალბი ამბები, რომლებიც 2020 წელს გავრცელდა – ტრადიციული, წლის შემაჯამებელი რეიტინგი ევროკავშირმა 4 იანვარს გამოაქვეყნა.

რეიტინგში მოხვდა კრემლთან დაახლოებული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია.

◾   EuvsDisinfo-მ პირველ ადგილზე ალექსეი ნავალნის საქმე დაასახელა. ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტი და შემდეგ მისი ჯაშუშად წარმოჩენის მცდელობა.

როგორც ცნობილია, გავრცელებული ცრუ ინფორმაციით, რუსეთის FCB-ს სავარაუდო თანამშრომელმა სატელეფონო საუბრის დროს, ნავალნის თავი მის უფროსად წარუდგინა. როგორც აღმოჩნდა, ფსბ-ს ოფიცერმა არ გაითვალისწინა უსაფრთხოების ყველა შესაძლო საშუალება და მან არა მხოლოდ გაამყარა რუსეთის სახელმწიფო სამსახურების მხრიდან ნავალნიზე თავდასხმის მტკიცებულებები, არამედ გამოავლინა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ტრადიციები.

◾   მსოფლიო პანდემიის ფონზე, დეზინფორმაციის რეიტინგში, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოხვდებოდა კორონავირუსთან და ვაქცინებთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციებიც.

EUvsDisinfo-მა გამოავლინა სულ მცირე 700 პუბლიკაცია, რომელიც კორონავირუსს უკავშირდებოდა.

პანდემიის საწყის ეტაპზე პროპაგანდისტული მედიები ვაქცინას Sputnik V უწევდნენ რეკლამას, ხოლო “ასტრაზენეკას” შესახებ ყალბი მასალები ქვეყნდებოდა.

 

 

◾  ეს ფოტო მესამე ადგილზე გასულ პროპაგანდისტულ ამბავს ეხება. ოსკარის მფლობელი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი საავტორო გადაცემაში ბელარუსის საპროტესტო აქციაზე საუბრობს და პარალელურად აჩვენებს ყალბ ფოტოს. (აქციის მონაწილეების რეალური რაოდენობა ასახულია ფოტოს მარჯვენა ნაწილში).

 

 

◾ რეიტინგში ასევე მოხვდა ვლადიმირ სოლოვიოვის სატელევიზიო გადაცემაში გავრცელებული კადრი, რომელიც მან მთიან ყარაბარში მიმდინარე კონფლიქტზე საუბრის დროს გამოიყენა, კადრი კი, რეალურად, არის ვიდეოთამაშიდან “ARMA 3”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g