LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის American Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

102
American-Music-Awards-2020-performance-vincitori-Katy-Justin-Shawn

ლოს-ანჯელესში, „მაიკროსოფტის თეატრში“ 2020 წლის American Music Awards-ის დაჯილდოება  გაიმართა. აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ცერემონიას მცირე აუდიტორია დაესწრო, არტისტებმა შენობაში შესვლამდე კორონავირუსზე ტესტები გაიკეთეს.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 3-3 ჯილდო ტეილორ სვიფტმა ,The Weeknd-მა და პოპ დუეტმა Dan + Shay მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ამ ჯილდოთი ტელორ სვიფტმა რეკორდსმენი  არტისტის სტატუსის შენარჩუნება კვლავ შეძლო. მას ახლა 32 ჯილდო აქვს.

გადავხედოთ სხვა გამარჯვებულებსაც. „საუკეთესო ახალბედა არტისტი“ Doja Cat გახდა. „ხალხის რჩეული“ სამხრეთ კორეული ბოიბენდი, BTS . „საუკეთეოს პოპ- არტისტი მამაკაცის“ ტიტული ჯასტინ ბიბერმა მოიპოვა. „საუკეთეოს პოპ- არტისტი ქალის“ კი ნიკი მინაჟმა. „საუკეთესო პოპ/როკ ალბომისთვის“  ჰარი სტაილსი დაჯილდოვდა. საუკეთესო არტისტის წოდება საცეკვაო მუსიკაში“ კი  ლედი გაგამ მოიპოვა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები