LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2022 წელი ჩემი ფეხზე წამოდგომის წელი იყო.. 2023 წელს ვთხოვ პირველ რიგში მოიტანოს მშვიდობა, ომი დამთავრდეს!“ – ნინი შერმადინი განვლილ წელს აფასებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს

205
ნინო-შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალური ქსელის მეშვეობით განვლილ წელს აფასებს და მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.

„2022 წელი ჩემი ფეხზე წამოდგომის წელი იყო, ნელ-ნელა დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს, ბევრი გეგმებით, საინტერესო პროექტებით. ვიყავი თბილისში 2 წლის შემდეგ, მოვეფერე მაქსიმალურად ყველას 10 დღე არ მეყო მართალია, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ. მძიმე წელი იყო ყველასთვის, უკრაინის ომი, ამდენი დაღუპული ადამიანი…  ამბობენ მადლობა უნდა გადაუხადო ძველ წელს მიუხედავად ყველაფრისო, ხოდა მადლობა2022 წელს, კარგიც ბევრი იყო.

2023 წელს ვთხოვ პირველ რიგში მოიტანოს მშვიდობა, ომი დამთავრდეს! უკრაინის, ჩვენი ყველასი ბოროტებაზე გამარჯვებით. ❤️? იყოს ბედნიერების, ჯანმრთელობის, ხვავის და ბარაქის მომტანი, ყველა ოცნების და მიზნის ასრულების წელი ყოფილიყოს, სიყვარულის წელი ყოფილიყოს, ყველაზე მეტად სიყვარული გვაკლია. ❤️❤️❤️❤️

მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით მეგობრებო ❤️?

მე თქვენ ძალიან მიყვარხართ❤️?“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები