2024 წლის მოახლოებასთან ერთად ადამიანების უმეტესობა განვლილ წელს აჯამებს. მათ შორის არის მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა.
როგორც ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, 2023 წელს სიახლეები ჰქონდა, როგორც პროფესიაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
„საინტერესო წელი იყო ჩემთვის 2023 რთული და ამავდროულად გამოწვევებით სავსე. დავშორდი 10 წლის მერე ტარიელ სუარს თუმცა კარგ მეგობრებად დავრჩით. ახალი გამოწვევაც მივიღე სამსახურში ( ასე ვეძახი ტელევიზიას ) სულ სხვა ფორმატი და სტილი რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელში. მიუხედავად იმისა რომ ჩემი ინსტაგრამ სთორები თითქმის სულ ერთნაირია ჩემი ფოლოვერები მაინც მიყურებენ დიდი ინტერესით. დავიწყე ანტიეჯ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ჩაბმა და ყველაფერში ჩემი პატარა მფარველი ლეო გზას მიკვლევეს. დიდი მადლობა ღმერთს რომ ყველა ჩემი ახლობელი და მეგობარი ნათესავი ჯანმრთელად მყავს !
ბედნიერი ჯანმრთელი და წარამტაბული ახალი წელი ყველას!!!! იხარეთ და იბედნიერეთ !!! მრავალჟამიერ !!!????????❤️“, – წერს ია ფარულავა.
საინტერესო წელი იყო ჩემთვის 2023 რთული და ამავდროულად გამოწვევებით სავსე . დავშორდი 10 წლის მერე ტარიელ სუარს თუმცა …
Posted by Ia Parulava on Sunday, December 31, 2023