LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს

117
ხ (2)

დღეს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მასშტაბური ღონისძიება თბილისში, 2-5 მაისს გაიმართება.

ასევე, დღეიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, როგორც მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო სპეციალური სტენდი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგატი ესტუმრა.

5 მაისს გაიმართება ოფიციალური და კულტურული ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.

 

„საქართველო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკთან“ – ლაშა ხუციშვილი ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნესსესიაზე სიტყვით გამოვიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები