LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

200
70359126-735877423549511-1820032343465787392-n

უკვე მეთერთმეტე წელია დედაქალაქში „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“ იმართება.

წლევანდელი ფესტივალი 23 სექტემრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება და მრავალფეროვან პროგრამას წარმოადგენს.

ამ პერიოდის განმავლობაში, მაყურებელი ქართულ სპექტაკლებთან ერთად უცხოური თეატრის პროგრამასაც იხილავს.

ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ეპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან ჩამოსული თეატრალური დასების წარმოდგენებს.

საერთაშორისო პროგრამას ბრიტანეთიდან ჩამოსული ცნობილი მოცეკვავეები ჯოუელ ბრაუნი და ივ მაცო გახსნიან. ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის ფარგლებში პრემიერები და სხვადასხვა საინტერესო პროექტები გაიმართება. მათივე თქმით, წლევანდელი თეატრალური ფესტივალი მეტად სანახაობრივი გამოვა. ღონისძიებას წელს პირველად არტ–მარკეტიც დაემატება.

ფესტივალის მიზანი საერთაშორისო სტუმრებისთვის საქართველოს თეატრალური პოტენციალის საერთაშორისო არენაზე უკეთ წარმოჩენა და ქართული თეატრის პოპულარიზაციაა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი თბილისის მერიის მიერ 2009 წელს დაფუძნდა. თავიდანვე მისი ორი მთავარი მიმართულება საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა იყო. 2011 წელს კი ფესტივალი საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა ხმის მიცემის უფლებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები