LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3-5 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

430
gza

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე.

დროის აღნიშნულ პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43  (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g