LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“3 წელიწადში 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს” – ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წელს აჯამებს

127
ღარიბაშვილი

“გვიხარია ის ფაქტი, რომ წელსაც გვექნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შეადგენდა 4200 დოლარს, 2022 წელს გაიზარდა მშპ, წელს უკვე მოსალოდნელია რომ ერთი სულ მოსახლეზე იქნება 6700 დოლარი და ჩვენი პროგნოზებით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 8000 დოლარს მიუახლოვდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

"უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია... 22900 ათასი ადამიანი დასაქმდა ბოლო ორ წელიწადში" - ირაკლი ღარიბაშვილი

"საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით".

“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს იყო დაახლოებით 50 მილიარდ ლარი, 2023 წელს იქნება 80 მილიარდი ლარი, ანუ სამ წელიწადში 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს, რაც არის საკმაოდ სერიოზული პროგრესი, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს ტემპი არ უნდა შეჩერდეს, უფრო მეტი ტემპით, პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ რეფორმები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილი საგარეო ვალის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ მხრივ, ქვეყანაში კლება შეინიშნება.

“საგარეო ვალი 2020 წელს გაიზარდა 60%-მდე მშპ-სთან მიმართებით, 2022 წელს ვალის 39%-მდე ჩამოსვლა შევძელით, ხოლო მომავალ წელს იქნება 38%. 22%-ზე მეტი კლება გვაქვს ვალის სულ რაღაც 2 წელიწადში. პანდემიის დროს ბიუჯეტის დეფიციტი იყო ალიან მაღალი 9.3%. შარშან როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, ჩამოვწიეთ 6.1%-მდე, შემდეგ წელს უკვე 3%-მდე მოვახერხეთ დეფიციტის შემცირება, გაისად კი უკვე 2.8% იქნება ბიუჯეტის დეფიციტი, რაც მნიშვნელოვანი პროგრესია და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები