LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერსია, რომ ტოიოტას მარკის ავტომობილი შაქარაშვილს დაეჯახა, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა: ადვოკატი

397
BeFunky-collage (3)

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ საქმეში დევს 26 ივნისს ჩატარებული ავტომანქანის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დასტურდება რომ „ტოიოტა ქემრი“  მარჯვენა მხარეს დაზიანებულია, თუმცა დასკვნაში წერია, რომ მანქანამ დაზიანებები მკვრივ საგანთან შეჯახებით მიიღო.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი “ინტერპრესნიუსსთან” საუბარში აცხადებს, რომ  დაზიანება შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობაში არ არის.

„ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ „ტოიოტა ქამრი“ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ასევე დადგინდა, რომ მასზე აღდგენითი სარემონტო სამუშაოების კვალი არ აღინიშნება. ამასთან, ავტომობილზე დაზიანებები არის უკანა „ბამპერზე“ და წინა „კრილოზე“. „კრილოს“ მარჯვნივ აღენიშნება მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები მკვრივი-ბლაგვი საგნით. ეს იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს დაზიანება ადამიანთან შემხებლობით კი არა, არამედ სავარაუდოდ, მანქანასთან, ან სხვა მკვრივ ბლაგვ საგანთან მოქმედებით, შეჯახებით მოხდა, რითაც ჩვენი შეფასებით ის აბსტრაქტული ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული მანქანა გიორგი შაქარაშვილს დაეჯახა, გამოირიცხა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.”-აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც მას ექსპერტიზის დასკვნა და დამატებით საქმის მასალები გადასცეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმეზე 10-მდე ახალი მოწმეა გამოკითხული.

რატომ არ დაიწყო პოლიციამ გამოძიება ფოტოგრაფის ზარის შემდეგ – შაქარაშვილის საქმის მთავარი კითხვები