LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება – იხილეთ სია

237
ავტობუს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ავტობუსის 5 ახალი და მიკროავტობუსის 3 ახალი მარშრუტი ამოქმედდება.

როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მომატებული მგზავრთა ნაკადის გამო მიიღეს.

კალაძე: თუ მასწავლით, როგორ შეიძლება სამუშაოების ისე განხორციელება, რომ შეზღუდვები და დისკომფორტი არ იყოს, მივიღებთ რჩევებს.. ეს ქალაქი მხოლოდ ჩემი არ არის

„თბილისის მერია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ უდიდესი რეფორმა წამოვიწყეთ და ამ რეფორმის ფარგლებში მთლიანად ჩავანაცვლეთ ავტობუსები. ეს ნამდვილად არ იყო მარტივი საქმე. მთლიანად განახლდა ავტობუსების პარკი, ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ, ასევე მიკროავტობუსები მთლიანად განახლდა.

გარკვეული დისკომფორტი შეიძლება რაღაც მიმართულებით იყოს იმიტომ, რომ ბევრი სიახლეა, ბევრი ახალი მარშრუტი. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ, თუ სად არის პრობლემა „პიკის საათში“, სად, რომელ მარშრუტს უწევს გასვლა და ა.შ. სად გვიწევს ავტობუსის თუ მიკროავტობუსის დამატება. შესაბამისად, ეს მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. ამიტომ, გვაქვს უკვე მონიტორინგიდან მიღებული შედეგები.

4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება. გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობა ინტერვალის შემცირებისთვის იგეგმება. მომატებული მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ავტობუსის 5 ახალი და მიკროავტობუსის 3 ახალი მარშრუტი ამოქმედდება“, – განაცხადა კალაძემ.

დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება:

  • N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის;
  • N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444;
  • ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546;
  • N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს;
  • N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს;

ამასთან, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:

  • N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას.
  • N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას,
  • ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტამდე“ იმოძრავებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები