LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 წლის მარკ ენტონი 21 წლის მოდელს ხვდება

596

2016 წლის დეკემბერში მომღერალი მარკ ენტონი მეუღლეს, შენონ დე ლიმას დაშორდა. ამ დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ მას რომანი აქვს 21 წლის მოდელთან, მარიანა დაუნინგთან.

ერთმანეთი მათ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს. ინსაიდერის თქმით, მარკი პატარა ბიჭივით იქცეოდა, რადგან გოგონა მას ძალიან მოეწონა. მათ გაცვალეს ნომრები და მეორე დღიდან ერთად არიან და მას შემდეგ არ დაშორებულან. მარიანა მის ერთ კონცერტზე იყო, საიდანაც კარიბის კუნძულზე დასასვენებლად გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ოთხჯერ იყო დაქორწინებული: მის რჩეულებს შორის იყვნენ ჯენიფერ ლოპესი, შენონ დე ლიმა და დარიანა ტორესი. ამ უკანასკნელზე ის ორჯერ დაქორწინდა და ბუნებრივია, ორჯერვე დაშორდა.

https://www.instagram.com/p/BKlgOAbgVvh/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები