LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ყველაზე ლამაზი კორპუსი, სადაც სიამოვნებით იცხოვრებდით (ფოტოები)

1051
5

უჩვეულო ფორმები დიზაინში, ორიგინალური გამწვანება, ცხოვრება ტბაში და კიდევ სხვა ბევრი უჩვეულო რამ, რაც შეიძლება საცხოვრებელ კომპლექსებში მოულოდნელად აღმოაჩინოთ.

მსოფლიოში უამრავი უნიკალური ვიზუალის შენობა არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია და დანიშნულება აქვთ. მათ შორის არიან საცხოვრებელი კომპლექსებიც, სადაც ხალხი ბედნიერად უკვე ცხოვრობს, ან მომავალში იცხოვრებს.

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ლამაზ და უჩვეულო საცხოვრებელს მსოფლიოში, რომელთაგან ზოგი უკვე აშენებულია, ზოგი კი – ჯერ მხოლოდ დაპროექტებულია :

სახლი 520,  ვესტსტრიტზე ნიუიორკი, აშშ.

არქტიტექტურული ბიურო Zaha Hadid- ის დაპროექტებით, ეს უნიკალური შენობა მოიცავს 39 ექსკლუზიურ რეზიდენციას ორი, ან ხუთი საძინებლით. აღნიშნული შენობა ახალ სტანდარტებს ადგენს საცხოვრებელი კომპლექსების ისტორიაში. შენობის ფასადი „ფენოვანია“, თუმცა მხოლოდ ეს არ არის ამ კომპლექსის უნიკალურობა – აქ გვხვდება ინტერიერის საოცარი დეტალებიც, შიდა და გარე სივრცის გააზრებული ინტეგრაციით და ტექნოლოგიური სიახლეებით.

Mayfair Apartments – მელბურნი, ავსტრალია.

არქიტექტურულმა ბიურომ Zaha Hadid ორიგინალური საცხოვრებელი სივრცე მელბურნშიც წარმოადგინა. ეს არის 64 – მეტრიანი, 20 – სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც განთავსებული იქნება აივნები, გადახურული აუზები… ცათამბჯენის გახსნის შესახებ ინფორმაცია 2015 წელს გავრცელდა, არქიტექტორ ჰადიდის გარდაცვალებამდე.

ზაჰა ჰადიდის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი დახვეული ფორმა, ამ საცხოვრებელი ცათამბჯენის ვიზუალშიც იქნება. კოშკის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მასში 158 საცხოვრებელი სახლი განთავსდება.

Ycone, საცხოვრებელი ბინების კომპლექსი -ლიონი, საფრანგეთი.

არქიტექტორი ჟან ნუელი. პროექტი ჯერ დასრულებული არ არის. ის ორ შენობას აერთიანებს, მდებარეობს ისეთ ადგილზე, სადაც მაცხოვრებლებს ავტომობილების ხმაური და გადაადგილება არ შეაწუხებთ.

მაღალსართულიანი კორპუსი ტბაზე – ამსტერდამი, ჰოლანდია. არქიტექტორი Bjarke Ingels.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური შენობა ჰოლანდიაში. პროექტი შედგება სამი კუნძულისგან, რომელთაგან პირველი აშენდა 1996 წელს, ხალხი კი იქ საცხოვრებლად 2002 წელს შევიდა.

495,000 კვადრატული მეტრი გამოიყოფა საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ფართებისთვის, ასევე მიწისქვეშა პარკინგისთვის. შენობის ერთი მხარე გადაჰყურებს ულამაზეს გარემოს, ხოლო მეორე საშუალებას იძლევა ტბაზე ჩახვიდეთ. კუნძულების გარშემო გაშენეულია ბაღიც.

79&Park – სტოკჰოლმი, შვედეთი. არქიტექტორი Bjarke Ingels

შენობა მდებარეობს სტოკჰოლმის ცენტრალური ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეიქმნა ერთი მიზნით – კარგად გამოეჩინა ველური ბუნება, რომელიც ქალაქის ამ ნაწილშია და თან ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი. შენობა გამოირჩევა თვალწარმტაცი ხედებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები