52 წლის კაილი მინოუგი და მისი რჩეული, გამომცემელი პოლ სოლომოსნი მალე დაქორწინდებიან. ცნობილია, რომ წყვილის საქორწინო ცერემონია ვიწრო წრეში, მალიბუში ჩაივლის, იქამდე კი კაილი მინოუგი „ინსტაგრამზე“ გააქტიურდა და ყოველ დღე ახალი პოსტებით ანებივრებს გულშემატკივრებს.
ამჯერად 52 წლის მომღერალმა საზოგადოებას თავისი გარდერობი წარუდგინა. ის საკუთარი სახლის ინტერიერიდან პოზირებს, სადაც ჩანს მისი სამოსის კოლექცია, თავად მინოუგს 1300 ევროდ შეფასებული „დოლჩე და გაბანას“ კოპლებიანი კაბა აცვია და ფანტასტიკურად გამოიყურება.