LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

54 წლის სანდრა ბალოკი „მარტინ გრანტის“ წითელ კაბაში (ფოტო)

sandra

სანდრა ბალოკმა ახალი ფსიქოლოგიური ტრილერი „ჩიტის ყუთი“ ამჯერად ნიუ-იორკში წარადგინა. სიუზან ბირის ახალი მისტიკური ფილმის ჩვენებაზე სანდრა გადამაღებ ჯგუფთან ერთად მივიდა. 54 წლის მსახიობი ბრწყინავდა „მარტინ გრანტის“ წითელ ასიმეტრიულ კაბაში, რომელიც ამავე ფერის „ლაბუტინის“ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახლდათ სანდრას მაკიაჟი, რომელიც ასევე წითელი ტონებით იყო გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ „ჩიტის ყუთი“ მსახიობის მონაწილეობით გამოსული ახალი ფსიქოლოგიური ტრილერია, სადაც სანდრა ბალოკი მარტოხელა დედის როლს ასრულებს, რომელმაც მცირეწლოვანი შვილები უნდა გადაარჩინოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები