LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“55-წლიანი, აყვავებული და უზარმაზარი ოლეანდრის ხე სად წაიღეთ?” – სამინისტრომ პასუხი გასცა

349
Capture

სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბაღში ორი, ნახევარსაუკუნოვანი ოლეანდრის ხის გაუჩინერებასთან დაკავშირებით პოსტს და ფოტოს აქვეყნებს. როგორც ინტერნეტმომხმარებელი წერს, ხეები, რომლებიც ბაღში უკვე 55 წელია დარგულია, სრულიად ჯანსაღი იყო.

“კეკელიძის კუთხეში პატარა ბაღის რეაბილიტაციის პროცესში ამოგლეჯილი 2, 55 წლიანი,აყვავებული და უზარმაზარი ოლეანდრის ხე სად წაიღეთ? პასუხი დაავადებული იყო, არ მიიღება. სრულიად ჯანსაღი 2 დიდი ხე იყო. რა ბედი ეწია ამ ხეებს?” – წერს ინტერნეტმომხმარებელი.

 

 

ამ საკითხის გასარკვევად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავუკავშირდით.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, ხეების გადატანის მიზეზი ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახდა.

“ხეები ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო დროებით სანერგეში გადაირგო. აღნიშნულ ბაღში სრულიად ახალი დენდროლოგია უნდა მოეწყოს, ამიტომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ ახალი ნერგები დაირგება. რაც შეეხება ამ ორ ხეს, ისინი ჯერჯერობით სანერგეში დარჩება, გაჯანსაღდება, განაყოფიერდება და შემდგომ სხვა ტერიტორიაზე დავრგავთ”, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები