როდის უნდა მიატოვოთ მამაკაცი? – პასუხი არც ისე მარტივია. თუკი ეს კითხვა საკუთარ თავს უკვე დაუსვით, გამოდის, რომ საქმე არც თუ ისე კარგად გაქვთ.

როდის მიხვდეთ, რომ ურთიერთობა უნდა დავასრულოთ?

როცა მამაკაცი შეურაცხოფას გაყენებთ

თუ ასეთ სიტუაციაში ხართ, დაუფიქრებლად შეწყვიტეთ თქვენს პარტნიორთან ურთიერთობა. შეიძლება ეს რთულია, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იფიქროთ და  მსგავსი ტიპის ადამიანი მოიშოროთ.

დაიმახსოვრეთ, ადამიანს ვერ შეცვლით. თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ.

გაქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნები

ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, მიზნებთან თანხვედრა შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ურთიერთობის დასასტაბილურებლად. თუ თქვენ გინდათ უახლოეს მომავალში გახდეთ დედა და შექმნას თბილი ოჯახური კერა, თქვენს პარტნიორს კი, მხოლოდ კარიერა აინტერესებს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა მიზანი გაერთიანებთ ამ ადამიანთან?

თუ მამაკაცმა გიღალატათ

ღალატი ერთ-ერთი მიზეზია , რაც ურთიერთობაში უსიამოვნებას და მის დანგრევას იწვევს. ნდობის აღდგენას კი ხშირად წლები სჭირდება. თუკი თქვენი ძალისხმევა უშედეგოა, იპოვეთ საკუთარ თავში გაბედაობა და მიატოვეთ მამაკაცი.

ურთიერთობისთვის მხოლოდ ურთიერთობის შენარჩუნება  საუკეთესო ვარიანტი არ არის.

თუ მამაკაცი პატივს არ გცემთ

შეუძლებელია, პატივისცემით მოექცეს ქალი მამაკაცს, თუ თავად არ ექცევა პატივისცემით საყვარელ ქალს. თუ არ შეუძლია დაგეხმაროთ და მხარში ამოგიდგეთ, თუ პატივს არ სცემს თქვენს სურვილებს და გადაწყვეტილებას. დაფიქრდით, გინდათ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა?

თუ სიყვარული განელდა

არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა,  დუმილი და პრობლემების მიჩქმალვა, საშინაო საქმეების ერთ-ერთზე გადაბარება – ეს მიზეზები ურთიერთობას არასასიამოვნოს ხდის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოგვარებადია. თუკი თქვენს შორის  გრძნობა განელდა ან საერთოდ გაქრა სიყვარული, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა თქვენს ურთიერთობას საბოლოოდ შეიწირავს.

ინტუცია, რომ ყველაფერი დასრულდა

თუ თქვენ მუდმივად გაწუხებთ განცდა, რომ ურთიერთობა ჩიხში შევიდა, დროა, რაღაც შეცვალოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და დაასრულეთ არასასიამოვნო ურთიერთობა.

 

მსგავსი თემები