გემზე, რომელიც, გუშინ, 30 იანვარს, ერთ-ერთი მგზავრის სავარაუდო ვირუსის გამო იტალიაში გააჩერეს, კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

იტალიაში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე, რომელშიც 6 000 ადამიანი იყო, პაციენტებს კორნავირუსის ნაცვლად H1N2 ვირუსი აქვთ.

ჯერ უცნობია, როდის დატოვებს გემი საკარანტინო ზონას.

ამ ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვირუსის პრევენციისთვის უპრეცენდენტო საპასუხო ზომების მიღებაა საჭირო. საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებულ ქმედებებს გულისხმობს.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრევენციულ ქმედებებზე იმსჯელებენ დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ დაბალი რისკის ქვეყნად რჩება, მიუხედავად ამისა, ყველა შესაბამისი უწყება მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზადაა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 213 ადამიანია დაღუპული. გამოვლენილია ვირუსით დაინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა. ვირუსი ჩინეთის გარდა კიდევ 18 ქვეყანაში ფიქსირდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ჩინეთთან ფრენები მარტის ბოლომდე შევწყვიტეთ

“თუ დაიცავ წესებს, საშიში არაფერია…ექვსმილიონიან ქალაქში ვარ და კორონავირუსის 100-მდე შემთხვევაა” – პეკინში მყოფი ქართველის ვიდეომიმართვა (ვიდეო)

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები