თუ სამსახურში გიწევთ სიარული და ჯერ მხოლოდ ოცნებობთ იდეალურ შვებულებაზე, შეგიძლიათ უქმეებზე მოიწყოთ მოკლე შვებულება და არაჩვეულებრივი სერიალებით გაიხალისოთ ცხელი ზაფხული.

„შინ დაბრუნება“ (Homecoming, Amazon) – მართალია, ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი ნაომარ სამხედროებს ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებას ჰპირდება, მაგრამ ყველაფერი ისე ოპტიმისტურად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან უცნაური ცენტრი უამრავ საზარელ საიდუმლოს მალავს, რაზეც სერიალის შემქმნელები პირველსავე სერიაში მიანიშნებენ მაყურებელს.

„მანიაკი“ (Maniac, Netflix) – რეტროფუტურისტული მინისერიალი უჩვეულო ექსპერიმენტსა და ნოვატორულ პრეპარატზე, რომელიც ყველა მენტალურ დაავადებას კურნავს, არა მხოლოდ ორიგინალური სიუჟეტითაა საინტერესო, არამედ ცნობილი კომიკოსის ჯონა ჰილის გარდასახვით, რომელმაც ბრწყინვალედ მოირგო დეპრესიული და ფსიქიურად არასტბილური განდეგილის საკმაოდ რთული როლი.

„მჭრელი ნივთები“ (Sharp Objects, HBO) – გილიან ფლინის რომანის მოტივებზე შექმნილი სერიალის ცენტრში ალკოჰოლიკი ჟურნალისტია, რომელიც წლების შემდეგ ბრუნდება მშობლიურ ქალაქში და ოჯახთან ერთად საკუთარ წარსულსაც უწევს შეხვედრა.

„სამუდამოდ“ (Forever, Amazon) – ოჯახური წყვილი, რომელსაც ერთფეროვანი ცხოვრება მობეზრდა, სათხილამურო კურორტზე ცდილობს გახალისებას და წარმოდგენაც არ აქვს, რომ მოკლე შვებულება მთელ მათ ცხოვრებას დააყენებს თავდაყირა.

„წვიმა“ (The Rain, Netflix) – Netflix-ის მორიგი პროექტი, რომელმაც ამჯერად დანიაში გადაინაცვლა და ნაკლებად ცნობილ მსახიობებს მოუყარა თავი, მაყურებელს დრამისა და ფანტასტიკური ტრილერის ელემენტებით გამდიდრებულ, დამთრგუნველ ისტორიას სთავაზობს ეკოლოგიურ კატასტროფასა და გაურკვეველი ნივთიერებით დაბინძურებულ წვიმაზე, რომელიც ადამაინთა მასიურ სიკვდილს იწვევს.

„შენ“ (You, Lifetime) – ახალგაზრდა ჯო საკუთარ წიგნის მაღაზიაში ეცნობა მომხიბვლელ ბეკს, თუმცა რომანტიკული ისტორია მალე ტრილერს მსგავსება, რადგან უზომოდ შეყვარებული ჯო რჩეულის თვალთვალს იწყებს და ნამდვილ შეპყრობილს ემსგავსება.

 

 

 

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები