LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ტიპის მუსიკა, რომელიც უფრო პროდუქტიულს გაგხდით

962
FORTUNA. GE

დიახ, მუსიკას ნამდვილად შეუძლია ადამიანის შრომისუნარიანობის გაზრდა. როდესაც საყვარელ მუსიკას უსმენთ, უფრო კრეატიული ხდებით. გარდა ამისა, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მუსიკას თერაპიის ეფექტიც აქვს. იგი ადამიანს ეხმარება სტრესისა და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეს და კონცენტრირდეს იმაზე, რასაც აკეთებთ.

fortuna.ge წარმოგიდგენთ 6 ტიპის მუსიკას, რომელიც განწყობის ამაღლების გარდა, უფრო კრეატიულს და პროდუქტიულსაც გაგხდით.

1. კლასიკური მუსიკა

მეცნიერების მოსაზრებით, კლასიკური მუსიკა საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებაა. გარდა ამისა, იგი ამაღლებს კონცენტრაციის უნარს და ზრდის ტვინის პროდუქტიულობას. მეცნიერების ვარაუდით ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც კლასიკური მუსიკა ასე დადებითად და მრავალმხრივად მოქმედებს ადამიანის გონებაზე, მასში ტექსტის არარსებობაა. ის მუსიკალური ნაწარმოებები, რომელთაც ტესტი აქვთ, უფრო ნაკლებად უწყობს ხელს კონცენტრირებას, რადგან ფოკუსირება ერთდოულად მუსიკასა და ტექსტზე რთულია. კლასიკური მუსიკა საუკეთესო საშუალებაა დეპრესიასთან საბრძოლველად.

https://www.youtube.com/watch?v=xmqIIIjyPmE

2. ბუნების ხმები

ჩანჩქერის ან მდინარის ხმა, ტყის მისტიური ჰანგები და ზღვის ტალღების ხმა ის არის, რაც განსაკუთრებით მეგაპოლისებში მცხოვრებ ადამიანებს აკლიათ. კვლევამ დაადგინა, რომ მსგავსი ხმების მოსმენას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, გარდა ამისა, ზრდის ფოკუსირების შესაძლებლობას. თუმცა სხვაობა ბუნების ხმებს შორისაც არის. კვლევის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომ ჩანჩქერის ან ზღვის ტალღების ხმა ადამიანის ფსიქიკაზე გაცილებით კარგად მოქმედებს, ვიდრე ვთქვათ, ჩიტების ჭიკჭიკი.

3. კინო-მუსიკა

ეპიკური კომპოზიცია საყვარელი ფილმიდან თავს სუპერგმირად გაგრძნობინებთ. ასეთი მუსიკის მოსმენისას ადამიანი თავს ისე გრძნობს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მისია აკისრია და სამყაროს შეცვლაც შეუძლია.

4. ვიდეო-თამაშების მუსიკა

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვიდეო-თამაშების კომპოზიციები ადამიანს რაიმე კონკრეტულზე უკეთ ფოკუსირებაში ეხმარება. როგორც თამაშში, ცხოვრებაშიც, ეს კომპოზიციები გვეხმარება უფრო კონცენტრირებულნი ვიყოთ ჩვენს ყოველდღიურ „მისიებზე“ და არაფერი გამოგვრჩეს.

https://www.youtube.com/watch?v=HJvZWvecU4Q

5. მუსიკა რიტმით 50-80 დარტყმა წუთში

ქცევითი თერაპევტის, დოქტორ ემა გრეის აზრით, მსგავსი რიტმის მქონე კომპოზიციები ადამიანის ტვინს ალფა სიხშირეზე გადააწყობს, რომელიც შემოქმედებითი აქტივობის, რელაქსაციის, მედიტაციის და კრეატივის ფაზაა. შესაბამისად, მსგავს მუსიკასაც შეუძლია ადამიანი გახადოს უფრო პროდუქტიული და უკეთეს განწყობაზე დააყენოს.

6. თქვენი ფავორიტი მუსიკა

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ყველას არ უყვარს კლასიკური მუსიკა ან ნებისმიერი ის სტილი, რომელიც პროდუქტიულობისათვის მეცნიერების მიერაა რეკომენდირებული. თუმცა ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ თქვენი საყვარელი კომპოზიციის მოსმენასაც იმავე შედეგის მოტანა შეუძლია – ის უფრო ენერგიულს და კრეატიულს გაგხდით, თავსაც უფრო ბედნიერად იგრძნობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები