LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის ტომ კრუზს ღიმილში ხელს ბოტოქსი უშლის – მსახიობი პრესტიჟულ რესტორანში გადაიღეს

361
tom-cruise

ფილმის „ტოპ განი: მავერიკი“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ტომ კრუზი არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად მსახიობი ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანს სტუმრობდა, სადაც მისი გადაღება ახლო კადრიდან იყო შესაძლებელი. 60 წლის მსახიობი ბოტოქსის წყალობით საოცრად შეცვლილია, მედიაში წერენ, რომ მის სახეზე ღიმილი სულ უფრო არაბუნებრივი ხდება. ,,ტომ კრუზსს ღიმილში ხელს ბოტოქსი უშლის”, – წერენ კომენტარებში.

ახალ ფოტოებზე კრუზს ჯინსის შარვალი და შავი პერანგი აცვია. ვახშამზე ტომ კრუზი „იუნივერსალ ფიქჩერსის“ დირექტორთან, დონა ლეგლისთან ერთად იმყოფებოდა.

ფოტო: „ფილერი თუ პლასტიკური ოპერაცია?“ – ინტერნეტსივრცეში რადიკალურად შეცვლილი ტომ კრუზის ვიზუალს განიხილავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები