საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხსნის წინ განახლდა.
ვირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 610-ს მიაღწია. გარდაიცვალა 9 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5083 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.