ემოციური ინტელექტი , ანუ შესაძლებლობა, ჩავწვდეთ სხვა ადამიანების გრძნობებსა და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ყველა სახის ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია .

ზოგიერთ ადამიანს სხვებთან შედარებით ნაკლებად აქვს განვითარებული ემოციურ-ინტელექტუალური შესაძლებლობები. თუ თქვენ ჩამოთვლილი შვიდიდან რამოდენიმე ქცევა მაინც გახასიათებთ, გარშემომყოფებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საკუთარ თავზე მუშაობა შესანიშნავი გამოსავალი იქნებოდა.

მაშ, რა ქცევები ახასიათებთ ადამიანებს, რომლებსაც სხვებთან შედარებით ნაკლებად განვითარებული ემოციური ინტელექტი აქვთ, რამაც შესაძლოა მათ სხვებთან, მაშ შორის მათთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები შეუქმნას?

1. ისინი ადამიანებში პირველ რიგში ცუდ თვისებებს ხედავენ. ახალი ნაცნობებისადმი თავიდანვე უნდობლობით არიან განწყობილნი და თვლიან, რომ მათგან აუცილებლად ცუდს უნდა ელოდონ.

2. ისინი თვლიან, რომ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე შეუძლიათ შეაფასონ სხვა ადამიანების მოქმედებები ისე, რომ არ გაითვალისწინონ განსხვავებული გარემოებები. მიაჩნიათ, რომ თუ თვითონ აინტერესებთ რაიმე, სხვებსაც აუცილებლად იგივე უნდა აინტერესებდეთ და რაც მთავარია, მათ პოზიციას უნდა ეთანხმებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ეთანხმებით, განაწყენებულნი და ზოგჯერ შეურაცხყოფილნიც რჩებიან.

3. ადამიანებს დაბალი ემოციური ინტელექტით ხშირად ავიწყდებათ სახელები. უფრო ხშირად, ვიდრე დანარჩენებს. ამისი მიზეზი ისაა, რომ მათ იმდენადაც არ აინტერესებთ ყველა ნაცნობი, რომ მათი სახელები დაიმახსოვრონ.

4. საუბარს ისინი ყოველთვის თავისი მიმართულებით წარმართავენ. თუკი მათ რაიმეს უყვებით, აუცილებლად გეტყვიან, რომ მათაც ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება და თავის ისტორიას მოგიყვებიან. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები კი თქვენს პრობლემაზე უფრო დაწვრილებით ჩაგეკითხებიან, რათა საშუალება მოგეცეთ, კარგად აუხსნათ, თუ რა გაწუხებთ.

5. ისინი ლაპარაკობენ უფრო ბევრს, ვიდრე უსმენენ.

6. ისინი ერთდროულად ყოველთვის რამოდენიმე საქმით არიან დაკავებულნი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ჭირს ერთი კონკრეტული საქმისათვის დროის დათმობა და მასზე კონცენტრირება ისე, რომ მხოლოდ ამ საქმით ვიყოთ დაკავებული, დაბალი ემოციური ინტელექტის მქონდე ადამიანები სხვებთან შედარებით ნაკლებად გამოირჩევიან კონცენტრირების უნარით და ერთი საქმის უფრო ხარისხიანად შესრულებას ურჩევნიათ რამოდენიმე, თუნდაც საშუალოდ შეასრულონ. სხვა ადამიანებთან საუბრისას ისინი გამუდმებით შემდეგ შეხვედრას გეგმავენ და ტელეფონებში იყურებიან, რაც თანამოსაუბრეთა გაღიზიანებას იწვევს.

7. ხანდახან მათ არაფერი აქვთ დასამატებელი. თუკი მე-4 და მე-5 პუნქტები აღგვიწერენ ადამიანებს, რომლებსაც საუბრისას ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, მეშვიდე პუნქტი მათ სრულ ანტიპოდებს წარმოგვიდგენს. ასეთი ადამიანები თქვენთან საუბრისას არც თავის აზრს გამოხატავენ და ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება დაგრჩეთ, რომ თქვენი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გაუგონიათ, ან უბრალოდ ყურადღება არ მიუქცევიათ თქვენი მონაყოლისთვის, რამაც ბუნებრივია შეიძლება გაგაღიზიანოთ.

 

მსგავსი თემები