7 წლის ნია გოგუა მშობლებმა ახლახან თურქეთში წაიყვანეს. მას, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხას უკავშირდება. როგორც ოჯახის ახლობელმა „ფორტუნას“ განუცხადა, საქართველოში მას ქრონიკული ეფშტეინბარის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ თურქულ კლინიკაში სხვა დიაგნოზს ვარაუდობენ, რომელიც დღეს გახდება ცნობილი. გოგონას სხვადასხვა კვლევას, მათ შორის, ძვლის ტვინის ბიოფსიას გაუკეთებენ.
პატარა ნიასთვის, სანამ სტამბოლში გაემგზავრებოდა, კეთილი ადამიანების დახმარებით, უკვე შეგროვდა 29241 ლარი.
ამჟამად მშობლები ბავშვთან ერთად სტამბოლში იმყოფებიან და შესაგროვებელი აქვთ 50.000$.
დახმარების მსურველებს გთავაზობთ ანგარიშის ნომერს:
საქართველოს ბანკი: GE62BG0000000161221454
მიმღები ვახტანგ გოგუა (მამა).
