LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია, მაღალმთიან დასახლებებში გახდება 440 ლარამდე – სხვაგან 365 ლარი: ირაკლი ღარიბაშვილი

831
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლიდან პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ. აღნიშნული განცხადება მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მილიონი ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია, მაღალმთიან დასახლებებში გახდება 440 ლარამდე. სხვაგან 365 ლარი.

70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები