LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

74 გარდაცვლილი და 2 191 ახალი შემთხვევა – განახლებული კოვიდსტატისტიკა

66
1

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 755 046-ია.

ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 4 348-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 693 129-მდე გაიზარდა.

კოვიდინფექციამ კიდევ 74 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 10 509 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 46 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 916 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 302-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 21 477, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 204, PCR ტესტით – 8 273.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,2%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო 7 დღის – 10,41%.

დღიურად აცრილთა რიცხვი – 1 204-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

კოვიდ-19-ის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით:

თბილისი – 1 017;

აჭარა – 89;

იმერეთი – 362;

ქვემო ქართლი – 146;

შიდა ქართლი – 81;

გურია – 58;

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140;

კახეთი – 162;

მცხეთა-მთიანეთი – 64;

სამცხე-ჯავახეთი – 52;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382-ია, საიდანაც:

6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 677, აჭარაში – 587, იმერეთში – 1 475. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში – 638, აჭარაში – 129, იმერეთში – 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 38, იმერეთში – 30. 1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 – თბილისში, 262 – აჭარაში. 43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 45, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 7 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 352 ადამიანი.

mazda magti 5g