LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

74 წლის ასაკში კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

187
bubaxoivari5

ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა. ის 74 წლის გახლდათ…

კინორეჟისორმა ჯერ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი, მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაასრულა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება „ადამ და ევას“. 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“(ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები