LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის ბიჭმა სკოლაში ყველა თანატოლს ვარდები აჩუქა: “თავი მარტოდ არცერთმა გოგომ არ უნდა იგრძნოს”

2180
0_AF_HMB_110219Callum_01JPG

ინგლისში, ლინკოლნშირის საგრაფოში, 8 წლის კალუმ დიუმ, ვალენტინობის დღეს დაზოგილი ფულით, სკოლაში ყველა თანატოლ გოგოს ვარდები უყიდა.

68 სკოლელი გოგოსთვის ვარდების საყიდლად ფული იმიტომ შეაგროვა, რომ სიყვარულის დღეს მარტო თავი არცერთ გოგოს არ ეგრძნო. ახალგაზრდა რომეოსთვის ეს საქციელი უკვე 4 წელია ტრადიციაა.

4 წლის ასაკიდან ის ბებიას ყვავილების მაღაზიაში ეხმარებოდა იმისთვის, რომ ყოველ 14 თებერვალს საკმარისი ფული მოეგროვებინა. თუმცა, ბიჭის ბებია სამწუხაროდ, წელს გარდაიცვალა. ამიტომ, კალუმს ფულის შოვნის ახალი გზის პოვნა დასჭირდა. წელს მან ფული მანქანების რეცხვით გამოიმუშავა.

კალუმი ყოველწლიურად კლასელებს ხელოვნურ – აბრეშუმის ვარდებს ყიდულობს. როგორც თვითონ განმარტავს, იმისთვის, რომ ისინი არასდროს დაჭკნეს.

“უკვე ოთხი წელია 14 თებერვალს დავდივარ და ყველა გოგოს ვურიგებ ყვავილს. გოგოები ყვირიან და მეხუტებიან, თავს ბედნიერად გრძნობენ და ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის,” – ამბობს ის.

ამ ამბავს კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი აქვს. დრიუს შეყვარებული ჰყავს, რომელიც მის საქციელს არ აპროტესტებს. კალუმს კი, ყველაზე დიდი საჩუქარი სწორედ მისთვის აქვს.

“მან იცის, რომ ამას ყოველ წელს ვაკეთებ და ბედნიერია ამით,” – ამბობს კალუმი.

კალუმის დედა ამბობს, რომ ის მისი შვილის საქციელით ამაყობს. როგორც ის ყვება, ბიჭი დასვენების დღეებში დილის 10-დან 4-მდე მუშაობდა.

“თავიდან მხოლოდ კლასელებს ჩუქნიდა ყვავილებს, ახლა უკვე, მის სკოლაში მყოფ ყველა თანატოლ გოგონას. ამბობს, რომ გოგონებმა თავი მარტო არასდროს უნდა იგრძნონ. წელს განსაკუთრებით გაუჭირდა ფულის მოგროვება, რადგან მისი ბებია გარდაიცვალა, ამიტომ გადაწყვიტა მანქანები გაერეცხა, ათეულობით მანქანა გარეცხა ამ ფულისთვის და გოგონების გარდა, უკვე შეყვარებულსაც აჩუქა საჩუქარი,” – აცხადებს კალუმის დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები