LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 ხმა არც ერთის წინააღმდეგ – ხუნდაძე დამტკიცებულია

134
14889754-997117603751036-8271389533283767138-o

საქართველოს პარლამენტი, სადაც მუშაობას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები განაგრძობენ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე თავისუფალ დეპუტატს, ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით ან არმონაწილეობით არც არაფერი შეცვლილა და დიდი ალბათობით არც შეიცვლება. მაგალითისთვის შეიძლება უახლოესი ფაქტები დავასახელოთ, როცა ოპოზიციის ძალისხმევის მიუხედავად პროპორციული არჩევნები ჩავარდა, მიიღეს და დაამტკიცეს ახალი ბიუჯეტი, დღეს დიმიტრი ხუნდაძე აირჩიეს და ხვალაც ნიკა მელიას სავრაუდოდ უფლებამოსილებას შეუწყვეტენ.

მაჟორიტარებს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივა აქვთ – რას ითხოვს დიმიტრი ხუნდაძე

80 ხმა არცერთის წინააღმდეგ – ასეთი იყო საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი არჩევანი, რომელსაც უმცირესობა არც დასწრებია. საკანონმდებლო ორგანომ  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ე.წ. ამბოხებული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცა.

აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საპარლამენტო უმრავლესობა და მანდატი აკაკი ზოიძემ დატოვა.

“ჩემს ადგილს დღევანდელ პარტიულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავ” – აკაკი ზოიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები