ლეგენდარული რინგო სტარი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად „გრემის“ დაჯილდოვებაზე გამოჩნდა. მუსიკოსმა სცენიდან წლის ჩანაწერის ავტორი დაასახელა. 80 წლის მუსიკოსის გამოჩენამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ რინგო სტარი პატარა ბიჭივით, საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
რინგო, რომელიც ახლა ლოს-ანჯელესში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, გასულ პარასკევს ზუმითაც ეკონტაქტა გულშემატკივრებს. მან ახალი წიგნი Ringo Rocks: 30 Years of the All Starrs 1989-2019 წარადგინა.
სცენაზე „ბითლზის“ ლეგენდარული მუსიკოსი შავ ქურთუკსა და სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი.