LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

88 ხმა 1-ის წინააღმდეგ – პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

87
პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გაიმართა. პაპუაშვილის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა უმრავლესობის წევრებსა და წინამორბედს, კახა კუჭავას.

მისი თქმით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე იქნება “საპარლამენტო სუვერენიტეტის” სადარაჯოზე.

კახა კუჭავა თანამდებობიდან 24 დეკემბერს გადადგა.

პაპუაშვილი ბოლო ერთ წელში მესამე თავმჯდომარეა, რომელიც პარლამენტმა აირჩია.

შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა მხარი.

მანამდე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ალბათ ვარ ხისტი; თუ იმ სიმართლის თქმას, რისიც მჯერა, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ. თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ, – განაცხადა  შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოპოზიციის შეფასებებზე, რომ პაპუაშვილი ხისტია, ის ამბობს, რომ „მთავარია, ადამიანი გულწრფელი იყოს“.

კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა, ვინ შეცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს

კუჭავა: შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები ჩემს გუნდთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g