LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მეთოდი – როგორ ვასწავლოთ ბავშვს ბიზნესის საფუძვლები

383
Kid with jet pack. Child playing at home. Success, imagination and innovation technology concept

თანამედროვე ადამიანს 24 საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა. შესაბამისად, არ არის მარტივი პარალელურ რეჟიმში გქონდეს შენი საქმე და ხარისხიანი დრო გაატარო ოჯახთან ერთად. არავის სურს გამოტოვოს შვილის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპები. ამ ყოველივეს თავიდან აირიდებთ, თუ დროის განაწილებასთან ერთად შვილებსაც ჩართავთ ადრეული ასაკიდან მეწარმეობაში. “ფორტუნა აკადემია” გთავაზობთ რამდენიმე იდეას, როგორ ასწავლოთ შვილებს ბიზნესის საფუძვლები.

1. დაეხმარეთ ბავშვებს დაისახონ შედეგიანი მიზნები, რაც მათ ასწავლოთ საკუთარ ქმედებაზე პასუხმგებლობის აღებას და განუვითარებს „მე შემიძლია გავაკეთო“ პასუხისმგებლობას.

ნება მიეცით ბავშვებს აირჩიონ ყველაზე დიდი მიზანი. დაუსვით კითხვა, რისი მიღწევა სურთ ყველაზე მეტად. მათთად ერთად განიხილეთ მათი მიზნების საბოლოო დანიშნულება. დაუყავით დიდი მიზანი პატარა ნაბიჯებად. დაუსახეთ კონკრეტული გეგმა, რომ გადალახონ ახალი იდეის სირთულეები.

2. ასწავლეთ თქვენს შვილებს ფინანსური ტერმინოლოგია.

რაც უფრო მალე ვასწავლით შვილებს ფინანსების მართვას, მით უფრო სწრაფად შეძლებენ გაიაზრონ ფინანსების მართვისა და ინვესტიციის მნიშვნელობა. აუხსენით განსხვავება „მინდასა“ და „საჭიროებას“ შორის. არ დაგავიწყეთ გააგებინოთ შვილებს, რომ ფული არის ლიმიტირებული (მაგალითად, თუ ისინი შეიძენენ ერთ სათამაშოს, მათ შეიძლება არ ეყოთ ფული მეორე სათამაშოსთვის).

3. ნება მიეცით შვილებს თავად მოაგვარონ საკუთარი პრობლემები.

ეს განუვითარებს მათ სამეწარმეო უნარს, რაც ერთ დღეში არ მიიღწევა და გამოცდილებიდან ისწავლება. ბავშვებს უნდა ასწავლოთ, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, რა გზით წავლენ.  ეს განუვითარებს მათ შემოქმედებით ცნობისმოყვარობასა და თავდაჯერებულობას.

4. ხელი შეუწყეთ შემოქმედებითი უნარის განვითარებას.

შემოქმედებითი უნარი არის მეწარმეობისთის ყველაზე მთავარი. ის ეხმარება ადამიანს გააძლიეროს ემოციური ინტელექტი, ასევე ეხმარება გახდეს უფრო მეტად მოქნილი და ადვილად გადაჭრას პრობლემები. შემოქმედებითი უნარი მნიშვნელოვანია პატარა ბავშვებისთის, ეს მათ დაეხმარება განივითარონ მათემატიკური უნარები და წერა.

ყურადღება გაუმახვილეთ ბავშვებს მიმდინარე შემოქმედებით პროცესზე და არა საბოლოო შედეგზე. შეუქმენით დამოუკიდებელი გარემო, სადაც გამოხატავენ იდეებს, საშუალება ექნებათ დაუშვან შეცდომა და განიცადონ მარცხი.

5. ასწავლეთ ბავშვებს წარმატების ხიბლი.

წარმატებულ და ბედნიერ ადამიანებს აქვს ერთი საერთო, ისინი ამ წარმატებას უზიარებენ საზოგადოებას. ინფორმაციის გაცვლა ეხმარება ადამიანს იპოვოს მისწრაფება, გააძლიეროს  უნარები და განავითაროს სხვისი გაგების უნარი.

დასხედით თქვენ შვილებთან ერთად და იმსჯელეთ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც მათ აინტერესებთ. დაეხმარეთ შეისწავლონ ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხები. თუ თქვენი შვილი დაინტერესებულია ცხოველებით, მიიყვანეთ ცხოველთა თავშესაფარში, რათა სასურველ კითხვებზე პასუხები თავად მოძებნოს.

6. დაინახეთ პრობლემაში პოზიტივი.

დიდი მარცხი, დიდი გაკვეთილია და მას სარგებლის მოტანაც შეუძლია. ნუ დასჯით შვილებს დაშვებული შეცდომების გამო, ისაუბრეთ მათთან იმ საკითხებზე, რამაც ისინი მარცხამდე მიიყვანა.

7. წაახალისეთ ბავშები ისწავლონ კოდირებული სისტემების შექმნა.

თუ თქვენ გსურთ რომ ბავშვები გახადოთ კონკურენტუნარიანები, კარგი იქნება ასწავლოთ კოდირებითი სისტემა, ეს უნარი აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მათემატიკა, უვითარებს კომუნიკაციის უნარებსა და თავდაჯერებულობას.

8. დაიხმარეთ ბავშვები ყოველდღიურ საქმიანობაში.

ასწავლეთ ბავშვებს მოაწესრიგონ მათი ოთახები, გარეცხონ თეფშები, შედეგად მათ ეცოდინებათ საკუთარი და სხვისი შრომის დაფასება.

9. იყავი ინფლუენსერი.

სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ მშობლები თამაშობენ დიდ როლს ბავშვის სამუშაო ეთიკისა და უნარების განსაზღვრაში. თუ როგორ ესაუბრება მშობელი შვილს, სწორედ ეს ურთიერთობა აისახება შვილის დამოკიდებულებაზე სამსახურთან მიმართებაშიც. ყურადღება უნდა მიაქციოთ თითოეულ სიტყვას. უთხარით შვილებს, რომ საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებენ, უნდა შეიყვარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები