LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

90-იანი წლების სექსსიმბოლო მიკი რურკი შეცვლილი იმიჯით (ფოტო)

393
mikirurk-dog

67 წლის მიკი რურკი ცნობილია თავისი სიყვარულით შინაური ცხოველების მიმართ. ბოლო დროს პლასტიკური ქირურგიით გატაცებული მსახიობი საოცრად შეიცვალა და ეს მის ყველა ახალ ფოტოზე თვალშისაცემია.

ამჯერად პაპარაცებმა 90-იანი წლების სექსსიმბოლო ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ ღია კაფესთან გადაიღეს. ჯინსებში, მაისურსა და ბეწვის ჟილეტში გამოწყობილი მსახიობი იმდენად შეცვლილია, რომ პრაქტიკულად 90-იანი წლების რურკისგან არაფერი დარჩა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by MICKEY ROURKE (@mickey_rourke_) on

მსახიობს ხელში ძაღლი უჭირავს და ეფერება. მოგვიანებით მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც უკვე მანქანიდან ესაუბრება ფანებს. ცნობილი ხდება, რომ ძაღლის სახელია ბანნი და მას თავისი პირადი ექაუნთიც აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები